რუსეთის მშვენიერი მომავლის დროშა

თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლო

რას წარმოადგენს ეს დროშა?

თეთრ-ლაჟვარდოვანი-თეთრი დროშა თავისუფალი რუსეთის სიმბოლოა, რომელიც სოციალურ სივრცეში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ შეიქმნა. გამოჩენისთანავე, იგი უცხოეთში მცხოვრები იმ რუსების სიმბოლოდ იქცა, რომელთაც ღიად და მშვიდობიანად გააპროტესტეს რუსეთის ფედერაციის მთავრობის აგრესია უკრაინაში. თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრი დროშის აღიარებით, მათ უარყვეს რუსეთის არსებული დროშა, რომელიც სისხლით არის გათხვრილი.

რატომ არის საჭირო ახალი დროშა?

თეთრ-ლურჯ-წითელი დროშა, რომელსაც ამჟამად იყენებს რუსეთის ფედერაციის მთავრობა, მთელ მსოფლიოში სისხლის, ომისა და აგრესიის სიმბოლოდ იქცა. ჩვენ, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც არ ვუჭერთ მხარს ავტორიტარულ რეჟიმს და მათდამი დაქვემდებარებულ სამხედროებს, ვერ დავუშვებთ არსებული დროშის რუსეთის სიმბოლოდ გამოყენებას.

რატომ მაინცდამაინც თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრი?

რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. ახალი დროშა ჰგავს რუსეთის ამჟამინდელ დროშას, ოღონდ წითელი ზოლის გარეშე, რომელიც ომისა და სისხლის სიმბოლოა. ჩვენ წითელი თეთრით შევცვალეთ იმისათვის, რომ ხაზი გავუსვათ უკრაინასთან მშვიდობის დამყარების გარდაუვალობას. ამასთანავე, ამ ფერს ჩვენს სახელმწიფოში ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვასთან ვაიგივებთ. თავისუფალი რუსეთის დროშა დემონსტრაციულად აცხადებს უარს სამხედრო ექსპანსიაზე და აბსურდულად მიიჩნევს უცხო სახელმწიფოების ტერიტორიების დასაკუთრებას ისტორიული პრეტენზიების საფარქვეშ. მომავლის რუსეთში მიუღებელია იმპერიალიზმი, ავტოკრატია, მილიტარიზმი, ძალადობა და სისხლისღვრა. ჩვენ ახალი გვერდიდან ვაგრძელებთ რუსეთის ისტორიას - ომის კულტის გარეშე.

  2. თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრი დროშა გვახსენებს ნოვგოროდის რესპუბლიკის დროშას და ისტორიული ნოვგოროდის თანამედროვე სიმბოლიკას. ისტორიული ნოვგოროდი იყო ჩრდილოეთ რუსეთის ცენტრი, ერთადერთი და რეალური დემოკრატია რუსეთის ისტორიაში.

  3. თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრი ფერის დროშა ჰგავს თავისუფალი ბელარუსის თეთრი-წითელ-თეთრ დროშას. ჩვენ სოლიდარობას ვაცხადებთ ბელარუსი ხალხის მიმართ, რომელიც, ასევე, იბრძვის არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ.

  4. 1991 – 1993 წლებში ლაჟვარდოვანი ფერი დატანილი იყო რუსეთის დროშაზე, რომელიც მოგვიანებით ლურჯმა ჩაანაცვლა.

  5. თეთრი მშვიდობის, სიწმინდისა და კეთილგონიერების სიმბოლოა, ლაჟვარდოვანი კი - სიმართლისა და სამართლიანობის.

  6. ახალი დროშა რუსეთის მომავლის სიმბოლოა, რომელიც წარსულის სიმბოლოებს არ რყვნის. თავისუფალი რუსეთის დროშა არ ასოცირდება იმპერიალიზმთან, მილიტარიზმთან და ჩვენი ქვეყნის ავტორიტარულ ლიდერებთან.

რეჟიმის დამხობას აპირებთ?

არა. თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრი მშვიდობისა და თავისუფლების დროშაა. რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს სიცოცხლის და კეთილდღეობის რისკის ფასად უწევთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა. საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს სურთ, წინ აღუდგნენ ომს და გაერთიანდნენ ისეთი საერთო დროშის ქვეშ, რომელიც პუტინის რეჟიმთან არ ასოცირდება. უკრაინელებს აქვთ უკრაინის დროშა, ბელარუსებს თეთრ-წითელ-თეთრი, ჩვენ კი თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრი, როგორც წინააღმდეგობის სიმბოლო.

რა გავაკეთო ახლა?

შეგიძლია, ჩამოტვირთო ქვემოთ მოცემული ფოტოები, საკუთარ სოციალურ ქსელში განათავსო ან ავატარად გამოიყენო. გაგვიზიარეთ თქვენი ფოტოები თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრი დროშით, რათა ჩვენ შევძლოთ მათი გავრცელება ჩვენს Facebook და Instagram გვერდებზე. დახატეთ და დაბეჭდეთ პოსტერები. თავად შეკერეთ ეს დროშა და გამოდით ამ დროშით საჯარო შეხვედრებსა თუ მიტინგებზე.

ტვიტერში ავატარზე დროშის დამატება

ტელეგრაფის ბოტი ავატარისთვის

პროფილზე დროშის ფერის სიმბოლოების დამატება

ვინ მოიფიქრა ეს ყველაფერი?

ხალხმა. ბევრმა ადამიანმა მიიღო ამ დროშის შექმნაში მონაწილეობა ამა თუ იმ ფორმით. მათმა იდეებმა იგი ომის საწინააღმდეგო მოძრაობის სიმბოლოდ აქცია. ვებგვერდი მიტია მიროვოვ-შეინერისმიროვოვ-შეინერის, ხოლო ტექსტი — სოფია კაჩინსკაიას დახმარებით შეიქმნა.

კონკრეტულად ლურჯის ფერის რომელი ტონალობა არის მიზანშეწონილი დროშისთვის? რა პროპორციები და ზომა აქვს დროშას?

ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე ჯერჯერობით არ არსებობს. ეს არის სახალხო დროშა. თუ თქვენ მიერ შექმნილი დროშა შესამჩნევად თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრი ფერისაა, მაშინ ამ ეტაპზე ეგეც საკმარისია.

გირჩევდით, გამოგეყენებინათ რუსეთის ფედერაციის არსებულ დროშაზე დატანილ ლურჯ ფერზე უფრო ნათელი ტონალობა (#088CE8), პროპორციით 1:2.

მაგალითად, AssezJeune რეკომენდაციას უწევს ცისფერი ფერის ტონალობას ნომრით #0083d6, ხოლო პროპორციას — 2:3.

რადგან ჯერჯერობით მკაცრად დადგენილი სტანდარტი არ არსებობს, ბევრი რამ თქვენს შემოქმედებაზეა დამოკიდებული.

მე მომწონს რუსეთის ფედერაციის არსებული დროშა და არაფრის შეცვლა არ მინდა!

ძალიანაც კარგი. მაშ, ნუ გამოიყენებთ თეთრ-ლაჟვარდოვან-თეთრ დროშას, ან გამოიყენეთ იგი, როგორც ომის საწინააღმდეგო მოძრაობის სიმბოლო. ეს არ არის სახელმწიფო დროშის შეცვლის პროექტი. ეს დროშა ადამიანთა ერთობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ბმულები

¹ პოსტები ახალი დროშის შესახებ:

  1. https://www.facebook.com/itsgonnabeokai/posts/10227954032741739

  2. https://twitter.com/Luckykirs/status/1497900572615315458

  3. https://twitter.com/ewglenah/status/1498607552057147393

  4. https://twitter.com/Alexeyprofi/status/1499110753403641865

  5. https://twitter.com/Inga_Kudracheva/status/1498607292870238209

  6. https://twitter.com/AssezJeune

ფოტოები გადაღებულია კვიპროსზე, ნორვეგიაში, კანადაში და აშშ-ში.

უკუკავშირი